Friday, April 27, 2012

თიბისი ბანკის ისტორია


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s თიბისი ბანკის დეპოზიტების გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში 2 საფეხურით - B3-დან B1-მდე აამაღლა და ბანკის ფინანსური მდგრადობის პროგნოზი შეაფასა, როგორც ,,სტაბილური”. 
Deutsche Bank-მა თიბისი ბანკი სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2010 2010 USD STP Excellence Award” სერტიფიკატი გადასცა.
თიბისი ბანკმა  ბანკი კონსტანტას აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა.  ბანკი კონსტანტა ერთ-ერთი საუკეთესო ბანკია მიკროსაფინანსო ბაზარზე, რამაც განაპირობა თიბისი ბანკის დაინტერესება ამ საფინანსო ინსტიტუტით. თიბისი ბანკი კონსტანტას აქციათა 80%-ის მფლობელი გახდა.
COMMERZBANK-მა თიბისი ბანკი  დაასახელა საუკეთესო ბანკად  მაღალი ხარისხით შესრულებული სავალუტო გადარიცხვებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის, რის გამოც მას „2010 USD STP Excellence Award” სერტიფიკატი გადასცა.
თიბისი ბანკი უმსხვილესი ევროპული ფინანსური ჟურნალის Euromoney 2011 წლის რჩეული გახდა და საქართველოში საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა

No comments:

Post a Comment